პრემიერი - იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა - შანტაჟის ქვეშ ის შეხვედრას ვერ გამართავს

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან [ჯეიმს ო’ბრაიანთან] დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა - რაც შეეხება სანქციების თემას, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო’ბრაიანს ხვალ საქართველოში სანქციების პაკეტი ჩამოაქვს და ბიძინა ივანიშვილს შეხვდება“.

კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ამასთან, როგორც პრემიერი ამბობს, ივანიშვილს სანქციების თემა არ აინტერესებს, რადგან მის მიმართ „დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებს“.

„თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხს არასერიოზულად მიიჩნევს. რაც შეეხება ო’ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას თავისი ახსნა და განმარტება ჰქონდა. ასევე იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე ინფორმაცია მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ მე მთხოვდნენ ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას. ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. გაყინული აქვს 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა „გლობალური ომის პარტიის“ ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე-ფაქტო სანქციები, შეიძლება ნებისმიერი შეხვედრა შედგეს, მაგრამ დღეს ესაა ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. აქედან გამომდინარე ასეთი შანტაჟი და მუქარა როგორც არ ჭრიდა 2022 წლის მარტიდან, როდესაც თანხები გაუყინეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა. ვერავინ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში. სანქცია ხომ თავისთავად შეიცავს შანტაჟსა და მუქარას. ეს არის არასერიოზული თემა ამ ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო'ბრაიანს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების პაკეტი ჩამოაქვს და ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება