სერგო ჩიხლაძე  - ბელარუსი გავხდით, პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს სცემენ, სრული ტერორი აქვთ, რა შეიძლება კიდევ მოხდეს? - ქუჩაში რომ გავალთ და ცეცხლს გაგვიხსნიან

კანონი არ არის მიღებული და უკვე რაღაც კრიმინალური სახელმწიფო შექმნეს. ბელარუსი კი არ გავხდებით, უკვე გავხდით, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, მარტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკითხი კი არ დგას, არამედ ხელისუფლება გავიდა კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ.

„კანონი ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ უკვე ტერორისტული რეჟიმის დამყარებას ვხედავთ. კანონი რომ სულ გვერდზე გავწიოთ, „ქართულმა ოცნებამ“ სულ სხვა რეალობა შექმნა. კანონი არ არის მიღებული და უკვე რაღაც კრიმინალური სახელმწიფო შექმნეს. ბელარუსი კი არ გავხდებით, გავხდით უკვე. პოლიტიკოსებს სცემენ, ახალგაზრდებს და არასრულწლოვნებს სცემენ, სრული ტერორი აქვთ ყველაზე დამყარებული, ჩასაფრებებია, რა შეიძლება კიდევ მოხდეს? ერთადერთი ამას თუ დაემატება ის, რომ ქუჩაში გავალთ და ცეცხლს გაგვიხსნიან. მარტო კანონის თემა აქ აღარ არის, ხელისუფლება გავიდა კანონის ფარგლებს გარეთ. ხელისუფლება გასულია კონსტიტუტიის ჩარჩოდან.

სამწუხარო რეალობაში შევედით და აქ გვჭირდება ერთობა, პრინციპულობა, ერთად დგომა ყველას. ან გვაქვს სახელმწიფო, ან ვკარგავთ რუსულ ჭაობში. უფრო დიდი და ფორმალიზებული ერთობის, უფრო სტრუქტურირებული ერთობის მომხრე ვარ. მაგრამ ამის მიღმა ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და შემდეგ ეს ბრძოლა გარკვეულ განვითარებას ჰპოვებს“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ „იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა ჯეიმს ო’ბრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ივანიშვილმა უარით უპასუხა“, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან ყველანაირ კავშირს წყვეტს და ეს უარიც ამის გამოხატულებაა.

„კობახიძე ადასტურებს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი, ბლინკენის მოადგილე ჩამოდის და მასაც არ ხვდება ბიძინა ივანიშვილი. მან თქვა, რომ ის ჭრის ყველა კავშირს დასავლეთთან და ეს პრაქტიკაში ხორციელდება. ის აღარ ხვდება ევროპელებს. ის კი არა, მისი ქვეშევრდომებიც აღარ ხვდებიან: პაპუაშვილი, კობახიძე და სხვები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს