“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა - მომიტინგეების ნაწილი პარლამენტთან კვლავ რჩება

რუსთაველის გამზირზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი მაინც რჩებიან პარლამენტის შენობასთან.

აქციის მონაწილეების დარჩენილ ნაწილს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.

ერთ-ერთი ორგანიზატორის მოწოდებით, სტუდენტებს, ვისაც სურვილი აქვთ, შეუძლიათ დარჩნენ და გაათენონ საქართველოსთვის.

ამასთან, აქციის დასასრულს ორგანიზატორმა ახალი ლოზუნგი გააჟღერა, რომელსაც ხვალიდან ყველგან გააჟღერებენ.

ზვიად ცეცხლაძის თქმით, 1 თვიან პროტესტს ლოგიკური გაგრძელება უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს მასიური გაფიცვა ყველა სფეროში.

მისი თქმით, მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს ბოროტების მანქანის წინააღმდეგ.

“ლოგიკური გაგრძელება უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. დღეს ყველა უნივერსიტეტი გაიფიცა. აპოლიტიკური ადამიანებიც გაიფიცნენ. ამ ყველაფრის ერთადერთი გზა და ლოგიკური გაგრძელება იქნება გაფიცვა. Genz-ი არის ახალი განმათავისუფლებელი მოძრაობა. ჩვენ ვართ საქართველოს გმირი თაობა. ოჯახებშიც მოვუწოდოთ, რომ გაიფიცონ. შევცვალოთ საქართველო ჩვენი ოჯახებიდან. გამოვაცოცხლოთ ჩვენი მშობლების თაობა, გამოვაცოცხლოთ საქართველო!

ლოზუნგი - “არა რუსულ კანონს” უნდა შევცვალოთ. ეს არის ერთი პატარა ჭანჭიკი იმ ბოროტების მანქანაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ღუპავს. ჩვენ ვებრძვით ვერაგ მტერს. ამიტომ ჩვენ უნდა დავთესოთ მნიშვნელოვანი სკანდირება, რომლისაც მათ ეშინიათ - გაიფიცეთ! გაიფიცეთ! გაიფიცეთ!

ყველგან უნდა დავწეროთ “გაიფიცეთ”. მთელი საქართველო ერთად უნდა დადგეს ამ ბოროტების მანქანის წინააღმდეგ.

რა უნდა გავაკეთოთ? გავიფიცოთ!”, - განუცხადა მან შეკრებილ ახალგაზრდებს.

ინფორმაციისათვის, სტუდენტები 14 მაისის დილის 10:00 საათიდან კვლავ შეიკრიბებიან საკანამდებლო ორგანოსთან.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება