იენს სტოლტენბერგი - ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს

ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ქვეყანა, რომელიც რუსეთს ევროპაში უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობითი ომის წარმოების შესაძლებლობას აძლევს, ჩინეთია.

„იგი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ისინი რუსეთს შეიარაღებისთვის და მოწინავე ტექნოლოგიებისთვის კრიტიკულ კომპონენტებს აწვდიან, რაც რუსეთს რაკეტებისა და დრონების წარმოების საშუალებას აძლევს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მნიშვნელოვანია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ირანი რუსეთს დრონებს, ხოლო ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მასალასა და იარაღს აწვდის.

„ასე რომ, რუსეთის მეგობრებს აზიაში, ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ რუსეთის შესაძლებლობისთვის, რათა იგი ევროპელ მეგობარს, ნატო-ს მეზობელს ებრძოლოს. იდეა, რომ ჩვენ აზიისა და ევროპის გამოყოფა შეგვიძლია, აღარ მუშაობს. ისინი ურთიერთდაკავშირებულია“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს