კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად მოვაჭრეებთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისის თვეში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს - შპს „ექსელ ელექტრონიქსს“, შპს „აითრეიდერის“, შპს „Delfos Group“-ს, შპს „აისტაილის“, შპს „სელენე“-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას“, შპს „ნიუ_ოპტიკა + - 20“-ს და მოვაჭრე ელზა წულაიას დაევალათ: გამოასწორონ კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ; მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდონ კანონით განსაზღვრული ინფორმაცია; უზრუნველყონ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; ჩამოაყალიბონ კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; შეიმუშაონ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი და ა.შ.

„სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეებს განესაზღვრათ კონკრეტული ვადა - სავაჭრო პოლიტიკის გამოსასწორებლად და მომხმარებელთა, სავარაუდოდ, დარღვეული უფლებების აღსადგენად.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია