სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ

სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ.

კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს მიმდინარეობს. ისმის შეძახილები „მონებო“, „რუსებო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა. სამართალდამცველებს დაკავებული აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩა.

აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინა მხარესაც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონზე ვეტოს დადებას გეგმავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება