პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - გადაწყვეტილება, რომლის მიღებას თქვენ გამჭვირვალობის სახელით აპირებთ, საქართველოს ინტერესების ღალატია!

გადაწყვეტილება, რომლის მიღებას თქვენ გამჭვირვალობის სახელით აპირებთ, საქართველოს ინტერესების ღალატია! - კიდევ რამდენი ათასი მოქალაქის გამოსვლაა საჭირო და რამდენჯერ, რომ ეს ღალატი არ ჩაიდინოთ?! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

მანჯგალაძემ “ქართული ოცნების“ მისამართით განაცხადა ისიც, "თუ რა ნამუსით საუბრობენ გამჭვირვალობაზე", როცა თავად ბიძინა ივანიშვილის თანხების წარმომავლობა არავინ იცის.

“უმრავლესობას გეკითხებით, რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რამდენჯერ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ, თუკი რომელიმეს თავისუფალი არჩევანის ნება შეგრჩათ. საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი არ დარჩა - გაეროდან დაწყებული ნატოთი დამთავრებული ყველა გვეუბნება, რომ თუ პარტნიორებს მტრებად გამოაცხადებთ, საქართველო მარტო, იზოლაციაში დარჩება.

საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თანხების გამჭვირვალობაზე უნდა იცოდეთ. დიახ! მართალი ხართ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა თქვენი ბელადის ბიძინა ივანიშვილის თანხების წარმომავლობის შესახებ იციან?! - ეს ადამიანი 9 აპრილის ჯალათის ლებედის მთავარი სპონსორი და დამფინანსებელი იყო! როგორ ლაპარაკობთ თქვენ ფინანსების გამჭვირვალობაზე?!

იმისათვის, რომ პარლამენტში თავისუფლად შეხვიდეთ და გამოხვიდეთ, ყოველ დღე თქვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს "დუბინკებით" არბევენ - ეს არის ნორმალური?! ეს გგონიათ ადამიანობა?!

ხმა გაიკმინდეთ ! არც ერთს უფლება არა გაქვთ რომ ხმა ამოიღოთ!

9 აპრილის ჯალათის ლებედის სპონსორები და დამფინანსებლები ხართ თქვენ!“, - მიმართა "ქართულ ოცნებას" პაატა მანჯგალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს