ნინო წილოსანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოღალატეები და უსამშობლოები უწოდა, თაკო ჩარკვიანმა კი წილოსანს - „სამარცხვინო კორუფციონერი“

სამარცხვინო კორუფციონერი ხარ, ბიუჯეტის ვირთხა! - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების" დეპუტატს, ნინო წილოსანს, რომელმაც ოპოზიციის წევრებს უსამშობლოები და მოღალატეები უწოდა.

წილოსანმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, სტუდენტების გამოსვლის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდები ჯგუფებად დაყო.

„ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად. როგორ ბედავთ აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტის ჩათებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ უერთდები აქციას თუ ხარ მოღალატე. აი, ასეთ ჯგუფებად დაყოთ ახალგაზრდები. თქვენ, მართლა ქვეყნის მოღალატეებო, მართლა უსამშობლოებო. თქვენ, როგორ შედიხართ აუდიტორიაში, სტუდენტებს როგორ უნდა შეხედოთ თვალებში, როდესაც ამ ახალგაზრდების ასეთი დაპირისპირება გამოიწვიეთ“, - განაცხადა ოპოზიციის მისამართით ნინო წილოსანმა.

ამის შემდეგ მიმართ მას თაკო ჩარკვიანმა და „სამარცხვინო კორუფციონერი და ბიუჯეტის ვირთხა“ უწოდა, რა დროსაც, ჩარკვიანს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიკროფონის გარეშე საუბრისთვის შენიშვნა მისცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს