ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთს ეწვევა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა“, - აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები გეგმავენ, დეტალურად განიხილონ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრი. ️ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ასევე გაცვლიან მოსაზრებებს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე.

„მოლაპარაკებების შედეგად დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურების ერთობლივი განცხადებისა და რამდენიმე ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა“, - აცხადებენ კრემლში.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი ციანს და შეხვედრაზე მხარეები სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს