ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეს, როცა დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს

დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ახლა ქუჩაში დგას კანონპროექტის გასაპროტესტებლად, გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის წევრი.

ბიძინა ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე გაფორმებულიყო როგორც პატარა სოფელი, არ მოხდა. პირიქით მოხდა, დღეს ჩვენ ევროპის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ევროპის დედაქალაქად იქცა თბილისი. ეს არის ჩვენი გამარჯვება, ამას არც ერთ შემთხვევაში მარცხი არ უწერია, იმიტომ, რომ ყოველთვის ხდება ისტორიის გადამწყვეტ მომენტებში მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფრაგმენტების შექმნა, რომელიც მეხსიერებიდან არასდროს იშლება. იცოდეთ, რომ ბავშვები, რომლებიც დგანან გარეთ, იმას კი არ ელოდებიან, რომ თქვენ აზრს შეიცვლით. მეც, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს. თქვენ ხელს დაგაქნევინებთ იგივე მორჩილებით, როგორც გუშინ ფეხზე დამდგარს მიგაღებინათ და 67 წამში გაგაყიდვინათ საქართველო. ასე იქნება თქვენი ბოლო და ასე იქნება იმ ქართველი ხალხის ბოლო, რომელიც გარეთ დგას - გაიმარჯვებს სახელოვნად და მათთან ერთად შევეცდებით, როგორმე გახდეთ ევროკავშირის წევრები თქვენ“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება