მაიკლ როთი - მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო „ქართული ოცნების“ ოფისში - ჩვენ აქ სასწავლებლად არ ვართ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ

საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა. ჩვენ აქ სასწავლებლად არ ვართ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, მან არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების“ ოფისში გვიმასპინძლა“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.

მაიკლ როთმა ჩეხეთის, პოლონეთის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს მასთან ერთად თბილისში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა ჟიგიმანტას პავილიონისს, ბოგდან კლიხს, პაველ ფიშერსა და სებასტიან ტინკინენს რომ თბილისში ჩვენს ვიზიტს შემოუერთდნენ. ჩვენ სხვადასხვა პარტიებს, ქვეყნებს, ტრადიციებსა და რწმენებს წარმოვადგენთ. მაგრამ ყველანი საქართველოს მეგობრები ვართ. ჩვენ ყველა მამაცი ქართველის გვერდით ვდგავართ, ვინც თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად დემონსტრაციებში მონაწილეობს“, - აღნიშნა მაიკლ როთმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა