მაიკლ როთი სალომე ზურაბიშვილზე - ევროპის გულში საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი მამაცი ქალბატონი

ევროპის გულში საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი მამაცი ქალბატონი, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს და შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.

„ევროპის გულში საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი მამაცი ქალბატონი. მადლობა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ევროპის ნამდვილ დედაქალაქში, თბილისში მიღებისთვის და შთამაგონებელი საუბრისთვის. დარჩით ძლიერად და უსაფრთხოდ“, - წერს მაიკლ როთი X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება