ეკა ბესელია - ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი რუსეთის დუმის ფილიალად გადააქციეს, ვერ გრძნობენ რას ჩადიან - „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება

ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი რუსეთის დუმის ფილიალად გადააქციეს, ვერ გრძნობენ თუ რას ჩადიან, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს და შემდგომ პრეზიდენტი თავის დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და კანონს ვეტოს დაადებს.

„ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება, სხვა ახსნა ამ ვითარებას არ აქვს. ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი რუსეთის დუმის ფილიალად გადააქცია, ვერ გრძნობენ თუ რას ჩადიან, თუმცა მათი პატრონი ამას ძალიან კარგად იაზრებს. მე მგონია, რომ დღეს მათთვის ყველაზე მძიმე დღეა და მე ამ პროცესის ფინალს არჩევნებზე მათ სახლში გაშვებით ვხედავ. ქვეყანა ძალიან დახიეს უკან, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებს არ ხვდები და სავაჭროდ ფინანსურ საკითხს აყენებ, ამაზე სახიფათო რა უნდა იყოს? დღეს მიიღებენ კანონს და პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა მოლოდინი არ მაქვს, რომ ყურებს შეიბერტყავენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს