თინა ბოკუჩავა - ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, 83 მოღალატის წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს რუსულ კანონს

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილი წინააღმდეგ, 83 მოღალატის წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს რუსულ კანონს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც ოპოზიციას შეხვდება.

მისივე თქმით, სანქციები უკიდურესი ზომაა, რომელსაც რიგ შემთხვევებში იყენებს ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება საკუთარ ხალხს.

“ვხედავთ, რომ სახელმწიფო ტერორი გამოცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანად იცავენ ევროპულ მომავალს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილი წინააღმდეგ, 83 მოღალატის წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს რუსულ კანონს, ასევე იმ მოძალადეებზე, რომლებიც დაჯგუფების სახით შეგვხვდნენ ახლა, პარლამენტიდან გამოსვლისას და გვემუქრებოდნენ პირადად ფიზიკური ანგარიშსწორებით. ყველა

მოძალადეს, ვინც აორგანიზებს ძალადობას, ჩემი აზრით, პერსონალური სანქცია უნდა შეეხოს”,-აღნიშნა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს