ჯიმ ობრაიენი ოპოზიციას ხვდება

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ოპოზიციას ხვდება.

შეხვედრაზე იმყოფებიან შემდეგი ოპოზიციური პარტიები: “დროა”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “საქართველოსთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, პოლიტიკური გაერთიანება "ახალი”, პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის".

ოპოზიციასთან შეხვედრამდე, ჯიმ ობრაიენმა აუდიენცია გამართა არასამთავრობო სექტორთან.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. აუდიენცია გამართა არასამთავრობო სექტორთან. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს.

ჯიმ ობრაიენს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება