საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ უცხადებს

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მათ ფრაქციასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმში ოპოზიციური დეპუტატების უმრავლესობა გადადის.

„როდესაც ასეთი ვითარებაა, ქვეყანაში გვრჩება რამდენიმე ინსტიტუცია - საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუცია და საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც დღეს, ხალხის ხმას და ხალხის ინტერესებს წარმოადგენს. ამ რეჟიმში, როცა ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. დღეს ვიხილეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში, როცა ოპოზიციიდან არც ერთ დეპუტატს ნორმალური გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომ, ჩვენ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის უმრავლესობა ამ რეჟიმში ჩვეულებრივი საქმიანობის გაგრძელებას არ ვაპირებთ, ბოიკოტის რეჟიმში გადავდივართ! უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას, თუ როგორ ვაპირებთ ამ რუსული რეჟიმის პირობებში შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა