ფინეთის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი - გაწევრიანების გადაწყვეტილებას არა საქართველოს მთავრობა, არამედ წევრი ქვეყნები იღებენ და ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება

მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას 2030 წელს საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამ სულით ავადმყოფ კანონმდებლობას შეაჩერებს, - ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სებასტიან ტინკინენმა სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა.

“სამწუხაროდ, ბევრი ტყუილი იყო “ქართული ოცნების” მხრიდან. ერთ-ერთი ის არის, რომ ამბობენ, საქართველო ნამდვილად იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა 2030 წელსო, მაგრამ ამ კანონპროექტის მიღებით, რომელიც დღეს ვნახეთ, სამწუხაროდ, შესაძლებელი არ იქნება, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით წავიდეს. მინდა ყველას შევახსენო, რომ სინამდვილეში საქართველოს მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას 2030 წელს საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი, არამედ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ და წევრ სახელმწიფოებს ჩვენ წარმოვადგენთ და ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება, თუ ეს არის გზა, რომელიც [საქართველოს] მთავრობამ აირჩია. ასე რომ, ჩვენი ძლიერი მესიჯი არის ის, რომ იმედი გვაქვს, პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს და ამის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამ სულით ავადმყოფ კანონმდებლობას შეაჩერებს. ასევე არსებობს სხვა პრობლემური კანონმდებლობები, მაგალითად LGBT კანონმდებლობა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს,” - განაცხადა ტინკინენმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია