თინა ბოკუჩავა - ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად მაგიდაზე დევს და განიხილება, მასში შედის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ

ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მასში შედის პერსონალური სანქციების ოფცია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, კონკრეტული „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების და ასევე, „იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც არბევენ, სცემენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს“

„აშშ-ს მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი აშშ დგას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური არჩევანის გვერდით. რა თქმა უნდა, ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც. ამ „ოფციებში“ შედის პერსონალური სანქციების ოფცია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, კონკრეტული რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და ასევე, იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც არბევენ, სცემენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს, მათ შორის ჩვენ, აქაც რომ მოვდიოდით, მაშინაც, ხარებად წოდებული დაჯგუფების წევრები პირადად გვემუქრებოდნენ მე და გიორგი ვაშაძეს ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მოძალადეებიც, რა თმა უნდა, განიხილებიან სანქციებისთვის, რომელსაც აშშ იყენებს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ტერორს საკუთარი მოქალაქეები წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების მასობრივ დარბევას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს