გიორგი ვაშაძე - ამერიკული მხარე ქართველ ხალხთან ურთიერთობებს არასოდეს არ გადახედავს, გადახედავენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობებს

ამერიკული მხარე ქართველ ხალხთან ურთიერთობებს არასოდეს არ გადახედავს, გადახედავენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობებს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო 'ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული მხარე ყველა საკითხს განიხილავს, მათ შორის, სანქციებს, თუმცა ამაზე განცხადებას თავად გააკეთებენ.

„მე როდესაც აქ მოვდიოდი, ნიღბიანი ვითომ პოლიციელები, ჩვენს მიმართ დაიძრნენ და გვემუქრებოდნენ, რომ ხაბეიშვილზე უარესად გაგვისწორდებოდნენ. ახლა ხალხთან გადავალთ და მოვუწოდებთ, რომ ყველანი ერთად დავდგეთ. ამ შეხვედრაზეც გვითხრეს, რომ ჩვენი პარტნიორები ამ ერთიანობას ელოდებიან.

ეს მათი სამოქმედოა, მაგრამ მთავარია, ჩვენი სამოქმედო რა არის. ღიად ვიტყვი, რომ მთავარი სამოქმედო, რაც აქეთ მხარეს გვაქვს, გაერთიანებაა, არა მხოლოდ ხალხის, არამედ ოპოზიციისაც. ამის იქით ჩვენ სხვა გამოსავალი და ალტერნატივა არ გვაქვს.

ამერიკული მხარე ქართველ ხალხთან ურთიერთობებს არასოდეს არ გადახედავს, გადახედავენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობებს.

მე, ღიად გეუბნებით, რომ დღეს ოპოზიციის ერთიანობის გარდა სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ. დღეს პოლიტიკური პარტიები არ არსებობს, დღეს არსებობს სამშობლო და ის გვაერთიანებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი ოპოზიციას შეხვდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: “დროა”, “გირჩი - მეტი თავისუფლება”, “საქართველოსთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, პოლიტიკური გაერთიანება "ახალი”, პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის".

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება