მაიკლ როთი - ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებული ვართ, პარლამენტის მიერ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით

პარლამენტმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო, ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მის გრძელ გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ, ერთიანი ვართ ერთგულებაში თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ჩვენ განვსხვავდებით, ვართ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, წარმოვადგენთ სხვადასხვა რეგიონს, სხვადასხვა გამოცდილებასა და რწმენას, მაგრამ ჩვენ არ ვართ რადიკალები, ჩვენ არ ვგავართ რადიკალებს. ჩვენ ვართ ევროპული მეინსტრიმი. მე ამას ხაზი გავუსვი, რადგან მედიის ახალ ამბებში ამოვიკითხე, რომ ჩვენ ვართ უცხოელი აგენტები და წარმოვადგენთ სხვა ქვეყანას. არა - ჩვენ აქ ვართ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვაქვს ორი მისია. პირველი - გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის. ევროკავშირი, პირველ რიგში არის ღირებულებების ერთობა და არა ერთიანი ბაზარი. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება, აი რატომ ვართ მადლობელი ყველა იმ ერთგული ევროპელის, რომლებიც იმაღლებენ ხმას, გამოდიან ქუჩებში და ნათელს ხდიან, რომ საქართველო ჩვენ გვეკუთვნის. მეორე მისია არის, მოვუსმინოთ ერთმანეთს. გვინდოდა თქვენს მთავრობასთან საუბარი, გვინდოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ძალიან მრავალფეროვანთან. თუმცა, სიტყვაგამშრალი დავრჩით, როცა ასეთ საპარლამენტო დელეგაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა თქვენს მთავრობას, რადგან თქვენი მთავრობა ძალიან დაკავებულია. შევხვდით ჩვენს კოლეგას, თქვენი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს, მაგრამ ვერ მოვახერხეთ პარლამენტში შეხვედრა და შევხვდით „ქართული ოცნების“ შტაბში. ესეც ჩვენთვის ცოტა გამაღიზიანებელი იყო“, - აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ერთგულია ევროპული ღირებულებების მიმართ და ხელისუფლებამ მათთან ურთიერთობის ხიდი უნდა ააგოს.

„ახლა ნათელია, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო, ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები იმედგაცრუებული ვართ, რადგან ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მის გრძელ გზაზე. ჩვენ უკიდურესად ერთგული ვიყავით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართ შარშან და ეს არცთუ ისე ადვილი იყო, რადგან ეს იყო არა საჩუქარი მთავრობისთვის, ეს იყო მეტ-ნაკლებად წახალისება სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სამოქალაქო საზოგადოება არ არის მტერი. არასდროს მინახავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იმაზე მეტად ერთგულია ევროპისა და ევროპული ღირებულებების მიმართ, ვიდრე ქართული სამოქალაქო საზოგადოებაა. იამაყეთ მისით. ისინი არ არიან მტრები, ისინი არიან პარტნიორები. მოველით, რომ თქვენი მთავრობა გადებს ხიდებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, გადალახავს პოლარიზაციას საზოგადოებაში და ემოციებს დააწყნარებს. აი, რატომ ვართ ჩვენ აქ“, - აღნიშნა როთმა.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი