ხატია დეკანოიძე - ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან - ის აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმურ ნებას

ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმურ ნებას; რომელმაც დათმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტერესები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთის სასარგებლოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, 84-ვე დეპუტატს, რომელმაც დღეს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, „უნდა ესმოდეს, ქვეყნის [წინაშე] რა მძიმე ღალატი ჩაიდინა.

„ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან. ეს არის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ლეგიტიმურ ნებას; რომელმაც დათმო საქართველოს ევროატლანტიკური ინტერესები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რუსეთის სასარგებლოდ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მან მოიტაცა ჩვენი ქვეყანა. უნდა, რომ საბოლოდ გააფორმოს დიქტატურა და უნდა, რომ ეს იყოს რუსული ჭაობი, რომლიდანაც ამოსვლა, რა თქმა უნდა, მას არ სურს. შესაბამისად, ნებისმიერი პროტესტი და წინააღმდეგობა ხელისუფლებასთან ეს არის ლეგიტიმური. [ხელისუფლებას უნდა დავუპირისპირდეთ] ყველანაირად. რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გააპროტესტოს. არ მგონია, რომ ეს პროტესტი გაჩერდეს. ამიტომ, იმ 84-ვე ადამიანს უნდა ესმოდეს, ქვეყნის [წინაშე] რა მძიმე ღალატი ჩაიდინა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც. მისი პარანოიდალური შიშები, რომ საქართველო უნდა საბოლოოდ გაყიდოს თუნდაც 2 მილიარდად, ეს არის რეალურად ის, რასაც ვხედავთ“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს