ჟიგიმანტას პავილიონისი - სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს - მე საქართველოსთვის ლობირებას ვერ შევძლებ

სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.

„როდესაც ვხედავ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობენ საკუთარი პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მათ მომავალს იპარავენ, ევროკავშირისკენ გზას აფერხებენ, რომლებიც რეალურად რუსეთს კარს უღებენ, ეს მტკივნეულია. რადგან, ჩვენ აქ სხვადასხვა რეგიონს წარმოვადგენთ, მაგრამ გვაერთიანებს არა მხოლოდ საქართველოს სიყვარული, არამედ გააზრება იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გაფართოება. ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებამ ჩემი ქვეყანა გარდაქმნა. ჩვენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შიგნიდან პირველები ავჯანყდით, ახლა კი ისე, როგორც არასდროს მდიდრები და სტაბილურები ვართ. ამ ფანჯრის გაღება რთული იყო, რეალურად იგი უკრაინელმა გმირებმა თავიანთი ბრძოლით გააღეს. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" ამ შესაძლებლობას არ იყენებს. მე ევროკომისიის პრეზიდენტს შევხვდი და მან მთხოვა ქართველებისთვის მესიჯი გადმომეცა, რომ ამ პროცესში ავტომატიზაცია არ არის, თუ „ქართული ოცნება“ რუსეთს ირჩევს, მაშინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა არ არის, ამის შანსიც კი არ არის“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

ჟიგიმანტას პავილიონისმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის რბოლაში უკვე დამარცხდა და იგი ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმისთვის იბრძოდა.

„მაშინ გერმანიის დელეგაციასთან პრობლემები გვქონდა, ახლა კი, მაიკლ როთი, მთელი პარლამენტი, ბუნდესტაგის ხუთი პარტია ჩვენ გვერდით არის. ჩვენ უკრაინის ნატო-ში მოწვევისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ უკრაინა წევრობის სწრაფ გზაზე გადავიდა, რადგან მათ წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ სჭირდებათ. უკრაინა ნატო-ს 33-ე წევრი იქნება. მომავალ კვირას მე ლობირებისთვის ვაშინგტონში წავალ, მაგრამ მე საქართველოსთვის ლობირებას ვერ შევძლებ. როგორ შემიძლია ეს ამ კენჭისყრის შემდეგ, სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ არ შემიძლია და საქართველო ბუქარესტის ჩემპიონი იყო. ასე რომ, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს და ვიცი, რომ ეს გაფართოების ფანჯარა დაიხურება და შეიძლება იგი მალე დაიხუროს“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო