პაატა დავითაია - ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები, ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღება დარტყმას აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, აზიანებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან, ხელს შეუწყობს რუსეთის გავლენების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას განმარტებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები, რადგან ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე, ადეკვატურად შეაფასოს შექმნილი მდგომარეობა. შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები. დარტყმა, რომელიც ძალოვნებისგან ხვდება თითოეულ მოქალაქეს, ხვდება მთელ სახელმწიფოს. ეს მიგვიყვანს უკონტროლო, უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედების ერთიანი სტრატეგია, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. უნდა მოხდეს კოორდინაცია პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების, ახალგაზრდების წარმომადგენლების მხრიდან კოორდინირებული მოქმედებებისთვის. ახლა ერთიანობას აქვს გადამწყვეტი როლი. ცალ-ცალკე დგომა და სეპარატიზმის გამოჩენა მოვლენების მართვაში გამოიწვევს პროცესის დაქსაქსვას, რაც აწყობს ხელისუფლებას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა მშვიდობიანად მივიდეთ იმ კონდიციამდე, არომ შეჩერებული იქნას ამ კანონის მოქმედება”, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი