ანა ფოტიგა - ძალიან ცუდი ამბები მოდის საქართველოდან, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის წაქეზებული

ცუდი ამბები მოდის დღეს საქართველოდან, რომლებიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მიერ არის წაქეზებული , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ძალიან ცუდი ამბები მოდის დღეს საქართველოდან, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის წაქეზებული. საქართველოს მმართველმა პირებმა გადაწყვეტეს რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონი დააწესონ ქართულ საზოგადოებაზე, რაც ნათლად აჩვენებს ქართველების უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მათ მოქმედებას.

საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს საქართველოს პრო-დასავლური და ევროატლანტიკური მიმართულებისთვის ძირის გამოთხრას. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, დასავლური სტრუქტურებისადმი თქვენს გზაზე საუკეთესოს გისურვებთ.

შეინარჩუნეთ თქვენი სიმამაცე და იმედიანად დარჩით თქვენი კეთილშობილი მიზნების მიღწევაში”, - განაცხადა ფოტიგამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება