შოთა შალელაშვილი - მივმართავ პრეზიდენტს: არ გამოაყენებინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ დაადოს ვეტო “რუსულ კანონს”

მივმართავ პრეზიდენტს: არ გამოაყენებინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ დაადოს ვეტო “რუსულ კანონს”, - ამის შესახებ განცხადებას პარტიის „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი ავრცელებს.

შოთა შალელაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავიანთი უგუნური მოქმედებით ქვეყანა შეიყვანა საერთაშორისო იზოლაციაში.

„როდესაც ხელისუფლება ასე სპეკულირებს და თვალთმაქცობს, როდესაც მათი დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი ცნობილია, მივმართავ პრეზიდენტს: არ გამოაყენებინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და არ დაადოს ვეტო “რუსულ კანონს”.

„ქართულმა ოცნებამ“ თავიანთი უგუნური მოქმედებით ქვეყანა შეიყვანა საერთაშორისო იზოლაციაში და თვითონვე გამოძებნოს გზები, თუ როგორ არ შეიყვანოს ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში, საიდანაც დაბრუნება იქნება ძნელი, თუ არა, საერთოდ შეუძლებელი“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება