ზუგდიდში  პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს

ზუგდიდში, პარლამენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქტივისტები და საზოგადოების სხვა წევრები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ.

მათ ხელში ეჭირათ ბანერი „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. აქციის ორგანიზატორებმა, მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ. მათი თქმით, აუცილებელია გაერთიანება, რადგან რუსეთში ცხოვრება არ უნდა დაუშვან. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი სკანდირებდნენ „საქართველო“, ,,არა რუსულ კანონს“.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ყოველდღე შეიკრიბებიან იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა