გიორგი გახარია "ოცნების" წევრებზე - ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს აკეთებს

პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ["ქართული ოცნების“ წევრები] წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წერილშია აღნიშნული.

მისივე თქმით, ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე „ოცნება“ ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, "როდესაც, მაგალითად, ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში".

„არაადეკვატური ადამიანების შესახებ კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზის გამო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა მოხდება ვეტოს პირობებში. რა თქმა უნდა, ვეტოს ეტაპზე ქვეყანა ამ კანონისგან უნდა დავიცვათ, მაგრამ ეფექტი ამ კანონის მიღების ქვეყანამ უკვე მიიღო, ქვეყანა უკვე დაზიანდა. ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ უფრო ადრე „ოცნება“ ამ კანონს ფაქტობრივად უკვე ახორციელებდა, როდესაც მაგალითად ძალადობდნენ ახალგაზრდებზე აბსოლუტურად უმიზეზოდ ქუჩაში. ამიტომ „ოცნება“ ახლა იმისთვის, რომ ბუნდოვანება დატოვოს, უბრალოდ იტყუება, ეს არის მიდგომა, რომელსაც ისინი ხშირად იყენებენ, ძალიან კარგად ვიცი, ეს როგორ ხდება, იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მთავარი პრობლემა აქ რა არის. პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, ამიტომ აქ რაიმე გონიერი ან ადეკვატური ანალიზის რესურსი აღარ არსებობს, აქ ერთადერთი გამოსავალია ამ კანონის გაწვევა, ამ კანონის უკან წაღება, გამოსვლა საქართველოს მოქალაქეების წინ და თქმა, რომ „ბოდიში, შეგვეშალა“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

როგორც გახარია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ შეეშალათ და ბოდიში მოიხადონ, ბოდიში მოუხადონ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს ასე ექცევიან, და ამის შემდეგ უკვე საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ განაჩენი გამოუტანონ.

რაც შეეხება ბოიკოტის რეჟიმს, გახარია აცხადებს, რომ ისინი გამოიყენებენ ყველაფერს, მათ შორის ბოიკოტსაც, მაგრამ ყველა დაწყებული საქმე ჯერ ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პარტია, რომელმაც დღეს გამოაცხადა ბოიკოტი, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს პროცესში დაუდგება საქართველოს პრეზიდენტს გვერდზე და იბრძოლებს ჩვენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დასაცავად“, - აღნიშნავს გახარია.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ნაცვლად პენსიაზე ხედავს, თუმცა „თუ ასე გააგრძელა, პენსიაზე გასვლაც გაუჭირდება“.

„ამ მოცემულობას უკვე ვეღარ ვხედავ და კარგ შემთხვევაში ვხედავ პენსიაზე და თუ ასე გააგრძელა, მშვიდად პენსიაზე გასვლაც გაუჭირდება“,- აცხადებს გიორგი გახარია.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის