ჯიმ ო'ბრაიენი - უცხოური დაფინანსების რეგულირების კუთხით საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში - არც თავად პროცესი და არც კანონი ახლა სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის

ასეთი საკითხების რეგულირებაში [უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა] საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში - არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოითხოვება, რადგანაც საქართველოს სურვილია ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნია. აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა.

ო'ბრაიენს იმედი აქვს, ვიხილავთ "ამ საკითხის ისეთ განხილვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან".

"ახლახან დავასრულე მთელი დღის შეხვედრები. შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს. პარლამენტის სპიკერს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციის წარმომადგენლებს და ახლა აქ ვიმყოფები. ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ამერიკა და ამერიკელები ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენ ურთიერთობას და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, ჩვენ გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა გაზიარებულია თუ არა საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს გვერდით ვდგავართ. განვახორციელეთ ინვესტიცია, დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით. ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ქვეყნის განვითარებას თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განვითარებას და ა.შ. 30 წელზე მეტია, ამერიკა ძალიან ძლიერი პარტნიორია საქართველოსი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამას გავაგრძელებთ. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, დაახლოებოდა ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას. ეს იყო "ქართული ოცების" ხელისუფლება, რომლის პერიოდშიც საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ძალიან ვამაყობ, რომ ვედექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვამაყობთ, რომ გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და დახმარება საქართველოს მომავალ გზაზე. როდესაც აქ ჩამოვედი, დამაბნეველი იყო, რომ ორი სხვადასხვა ტიპის საუბარი იყო. ერთი მიმართულება ეხება კანონს, რომელიც შეეხება უცხოურ გავლენას. ერთი მიმართულება ისაა, რომ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა ზოგადად დაფინანსებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ზოგიერთი დასავლელი დამფინანსებელი, არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორიც უნდა იყოს. რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვამბობთ, რომ ასეთი საკითხების რეგულირებაში საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოითხოვება. იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამ საკითხის ისეთ განხილვას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მოთხოვნებთან. მანამდეც ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ ეს ნაბიჯები მანამდე უნდა გადადგმულიყო და იქნებოდა გარკვეული შედეგი, თუკი ეს კანონი მიიღებოდა, რა სიტუაციაშიც ახლა ვიმყოფებით. რადგანაც საქართველოს სურვილი არის ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნია. აღნიშნული კანონი უნდა იყოს ამ წესებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში", - განაცხადა ო'ბრაიენმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო