ჯიმ ო'ბრაიენი - თუ კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან, ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, მაშინ ვიხილავთ აშშ-ის შეზღუდვებს პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე

თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ის უნდა იყოს მშვიდობიანი და ასევე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებაში იქნებიან ბრალდებულნი.

„თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, გვსურს, რომ ის მშვიდობიანი იყოს და გვსურს, რომ პოლიციის წარმომადგენლობა იყოს მშვიდობიანი, გვინდა, რომ არ იყოს დაშინების ფაქტები დემონსტრანტებისა თუ სხვების, იქნება ეს თავად აქციაზე, მათ სახლებში თუ მათი ქონების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. დაშინებაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა მოიძებნონ და სამართალში იქნან მიცემულნი.

თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ - ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, დაახლოებით, 319 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ნახევარს სამხედრო დახმარებისთვის, მესამედის დახარჯვას ვგეგმავთ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტებისა და ასევე ინსტიტუციების მშენებლობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა განვიხილებით როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორები. და თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე“,- განაცხადა ობრაიენმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.

„ამ რაღაცებს იმიტომ არ ვამბობ, რომ მსურს ეს მოხდეს, არამედ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე კვლავ დაიწყება დღეს სიარული და თუ ასე არ მოხდება, მაშინ აღნიშნულ საკითხებს ძალიან სწრაფად გადავხედავთ”, - აცხადებს ის.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს