პრეზიდენტი - მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია

მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტიც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“ეს კრიტიკული [მომენტია], ვინაიდან, როგორც იცით, წინა დეკემბერს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო და წლის ბოლომდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ გზაზე იყო. ასე რომ, ეს შუა წერტილია, ვინაიდან არსებობს ახალი ზეწოლა - ხელახლა წარდგენა "რუსული კანონის", ვინაიდან ეს სხვა არაფერია, გარდა რუსული კანონისა, და სხვა კანონების [წარდგენა], რომლებიც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებს და ზოგადად ევროპულ გზას გვაშორებს. მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, პროტესტის გაჩერების მეთოდია და იმის მეთოდია, რომ ხალხმა აღარ თქვას, რომ მათ ევროპული გზის დაბრუნება სურთ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს