ირაკლი კობახიძე - ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები გამოდიან ქუჩაში, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა

ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს პოლიტიკური ოპოზიცია ეს არის დემოკრატიის ნაწილი და პოლიტიკურ ოპოზიციას ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, ეს არის მთლიანობაში პოლიტიკური უმცირესობა.

„როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია თავის მხარდამჭერებს არწმუნებს, რაღაცაში და შემდეგ ისინი გამოდიან ქუჩაში, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი მოვლენა, მაგრამ პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ შემთხვევაში ვერ აიძულებს პოლიტიკურ უმრავლესობას, რომ მიიღოს ან არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების განმტკიცებას. ეს გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური უმრავლესობის მიერ. რაც შეეხება რაოდენობას, ყველამ ნახეთ, რომ ჩვენს აქციაზე იყო დაახლოებით 5-ჯერ მეტი გამოსული, ვიდრე ოპოზიციის აქციაზე, ეს არის ის თანაფარდობა, რაც არსებობს მაგალითად, „ქართულ ოცნებასა" და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" შორის. რაც არის თანაფარდობა, ის თანაფარდობა იხილა საზოგადოებამ აქციებზეც, რომლებიც გაიმართა ერთი უმრავლესობისა და მეორე პოლიტიკური უმცირესობის ორგანიზებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპოზიციის მხარდამჭერები, ან ოპოზიციის დღის წესრიგს მიმყოლი ადამიანები გამოდიან ქუჩაში, ეს არის პოლიტიკური უმცირესობის უფლება, მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ სისტემაში იღებს პოლიტიკური უმრავლესობა.

როდესაც უშუალოდ კანონპროექტს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, გამჭვირვალობას მხარს უჭერს 80 პროცენტზე მეტი, უშუალოდ ამ კანონს მხარს უჭერს მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი, ასეთ დროს პარლამენტი, რომელიც ამ ხალხის მიერ არის არჩეული, ვალდებულია, იმოქმედოს სწორედ უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის ჩემი აზრია, ირაციონალური განწყობის მიხედვით. შესაბამისად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, დემოკრატიაა, დემოკრატიაში ყველას აქვს პროტესტის უფლება, მაგრამ გადაწყვეტილებები მიიღება იმ წესით, რომელიც არის დადგენილი დემოკრატიულ სისტემაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო