ჯიმ ო’ბრაიენი - სანამ  კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო - ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით

სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო - ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას, ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე ო’ბრაიენი ასახელებს საკითხებს, რომელიც, მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში პრობლემურია, მათ შორის ის, რომ „ეს კანონი არაა სრულად ინკლუზიური და ყოვლისმომცველი“ ასევე, კითხვაზე, არსებობს თუ არა სივრცე ამ კანონის მოდიფიცირებისთვის, ო’ბრაიენი ამბობს, რომ როგორც ვეტოს ფორმატზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „დიახ, არსებობს სივრცე“.

„ყველას სურვილია ნახოს, რომ ეს [კანონის მიღება] ხდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კონსენსუსით და თანხმობის პირობებში და არა იმ წინააღმდეგობებით, რასაც ეს კანონი შეეჯახა. მიღების ფორმა არის პირველი საკითხი. ასევე, დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ კანონის პრობლემატური მხარეები განგვეხილა. პირველ რიგში, ესაა ის, რომ ეს კანონი არაა სრულად ინკლუზიური და ყოვლისმომცველი. მთლიანად არ მოიცავს იმას, რასაც უნდა მოიცავდეს. ასევე არის სტიგმატიზების საფრთხე იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საკმაოდ ღიაა და მრავალი წელია მუშაობენ. მათთვის პრობლემა გამჭვირვალობის პრობლემა არაა, მაშინ, როდესაც სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დაფარულად მოქმედებენ და გაუგებარია, საიდან იღებენ დაფინანსებას, შეიძლება არ მოხვდნენ ამ კანონის ფარგლებში. ასეთი ტიპის სტიგმატიზება ყოველთვის იწვევს ძალადობას და ამის მაგალითები ვიხილეთ. ასევე, როგორც წესი, მსგავს კანონებში, როდესაც საქმე შეეხება გამჭვირვალობის დამალვას, კონკრეტული ორგანიზაციების ქცევის შედეგად ხდება ხოლმე ამაზე რეაგირება და შემდეგ სასამართლოს მეშვეობით ხდება ამ საქმეების გარკვევა. მაშინ, როდესაც ამ კანონის თანახმად, რაც აქაა მიღებული, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება შეამოწმოს არა მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის მხარე, არამედ ნებისმიერი ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ, გამოუწეროს ჯარიმა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ამის სასამართლოში გასაჩივრება, რაც პირიქითა გზაა. თუმცა ასევე, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო ეს კანონმდებლობა და ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით“,- განაცხადა ო’ბრაიენმა.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

ჯიმ ო’ბრაიენი - სანამ  კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო - ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით

სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო - ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას, ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე ო’ბრაიენი ასახელებს საკითხებს, რომელიც, მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში პრობლემურია, მათ შორის ის, რომ „ეს კანონი არაა სრულად ინკლუზიური და ყოვლისმომცველი“ ასევე, კითხვაზე, არსებობს თუ არა სივრცე ამ კანონის მოდიფიცირებისთვის, ო’ბრაიენი ამბობს, რომ როგორც ვეტოს ფორმატზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „დიახ, არსებობს სივრცე“.

„ყველას სურვილია ნახოს, რომ ეს [კანონის მიღება] ხდება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, კონსენსუსით და თანხმობის პირობებში და არა იმ წინააღმდეგობებით, რასაც ეს კანონი შეეჯახა. მიღების ფორმა არის პირველი საკითხი. ასევე, დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ ამ კანონის პრობლემატური მხარეები განგვეხილა. პირველ რიგში, ესაა ის, რომ ეს კანონი არაა სრულად ინკლუზიური და ყოვლისმომცველი. მთლიანად არ მოიცავს იმას, რასაც უნდა მოიცავდეს. ასევე არის სტიგმატიზების საფრთხე იმ ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც საკმაოდ ღიაა და მრავალი წელია მუშაობენ. მათთვის პრობლემა გამჭვირვალობის პრობლემა არაა, მაშინ, როდესაც სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დაფარულად მოქმედებენ და გაუგებარია, საიდან იღებენ დაფინანსებას, შეიძლება არ მოხვდნენ ამ კანონის ფარგლებში. ასეთი ტიპის სტიგმატიზება ყოველთვის იწვევს ძალადობას და ამის მაგალითები ვიხილეთ. ასევე, როგორც წესი, მსგავს კანონებში, როდესაც საქმე შეეხება გამჭვირვალობის დამალვას, კონკრეტული ორგანიზაციების ქცევის შედეგად ხდება ხოლმე ამაზე რეაგირება და შემდეგ სასამართლოს მეშვეობით ხდება ამ საქმეების გარკვევა. მაშინ, როდესაც ამ კანონის თანახმად, რაც აქაა მიღებული, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება შეამოწმოს არა მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის მხარე, არამედ ნებისმიერი ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ, გამოუწეროს ჯარიმა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ამის სასამართლოში გასაჩივრება, რაც პირიქითა გზაა. თუმცა ასევე, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი და ასევე, ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო ეს კანონმდებლობა და ამაზე პასუხი იყო რომ „არა“, ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით“,- განაცხადა ო’ბრაიენმა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა