პრეზიდენტი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასლია იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებისთვის - ეს კანონი საგანგაშოა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა

ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის დუბლიკატი, ასლი იმ კანონისა, რომელიც პუტინმა 2012 წელს მიიღო და კანონი იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ სამოქალაქო საზოგადოების სრული რეპრესირება მომხდარიყო, რის შედეგადაც დღეს ვხედავთ თუ რა ხდება რუსეთში. ეს აქვს მთავარ მიზნად [აღნიშნულ კანონს]. და, რაც უფრო საგანგაშოა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელმაც არასდროს არ იცოდა ეს, არის ის, რომ ამ კანონისა და ამ რიტორიკის მეშვეობით ოფიციალური პირები ჩვენს წლების მანძილზე პარტნიორებს „უცხოურ ძალებს“ ეძახიან, რომლებსაც ქვეყნის დანგრევა სურთ. ისინი მათ, ჩვენს პარტნიორებს, „აგენტებს“ ეძახიან, რომლებსაც „აქ ახალი ომის პროვოცირება სურთ, როგორც უკრაინაში“, - ამას ამბობენ. და მოსახლეობამ აქ ძალიან კარგად იცის ეს ძველი რუსული და საბჭოური პროპაგანდისტული სვლები. ასე რომ, ის არ მუშაობს. ისინი ხედავენ თუ რა ხდება და ამას გააჩერებენ - აშკარად არა პარლამენტში, ვინაიდან ამ უმრავლესობის გადალახვის არანაირი გზა არ არსებობს. გუშინ, კომიტეტის მესამე მოსმენაზე კანონპროექტი ერთ წუთსა და შვიდ წამში იქნა დამტკიცებული - ეს არის იმის ჩვენების გზა, თუ რამდენად მონოლითური და რამდენად ერთიანია ეს ერთპარტიული მმართველობა. მაგრამ, გვაქვს არჩევნები, გვყავს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჯერ არ არიან დახურულები ან რეპრესირებულები, გვყავს პარტნიორები, რომლებიც ძალიან ჩანან და ვხედავთ, რომ დღეს ბატონი ო’ბრაიენია თბილისში… რამდენიმე ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან, ხვალ დილით ბალტიის ოთხი ქვეყნისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან, და ა.შ. ასე რომ, მარტონი არ ვართ, მხარს გვიჭერენ და ბოლომდე მივალთ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე