სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს ევროპული გზიდან არ გადაახვევინა და მომავალშიც ვერ გაგვაჩერებს - ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს

კი, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს მისი ევროპული გზიდან არ გადაახვევინა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ რუსეთი ამის გამო იყო შეშფოთებული და უფრო შეშფოთდა, როდესაც [ევროინტეგრაცია] სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ვინაიდან კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და შეგვიძლია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. და მათ ეს ნამდვილად არ მოეწონებათ. თუმცა, მათ ასევე არ მოეწონათ სომხეთის ევოლუცია. მათ ასევე არ მოსწონთ აზერბაიჯანის ევოლუცია და თურქეთთან სიახლოვე. მათ ასევე არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ შავ ზღვას ვერ აკონტროლებენ ისე, როგორც სურთ. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც რუსეთს სურს. ჩვენ ერთგულნი ვართ. კი, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაგრამ ამან საქართველოს მისი ევროპული გზიდან არ გადაახვევინა. ამან ერთი წამითაც არ გაგვაჩერა და მომავალშიც ვერ გაგვაჩერებს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს