ლევან ხაბეიშვილი - გამარჯვება ძალიან ახლოსაა, ეს არის შეშინებული, გავეშებული ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას კარგავს, აღარანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ მტკიცედ უნდა დავდგეთ ყველა და ვინც ახლა ტელევიზიით გვიყურებს, უნდა გამოვიდეს რუსთაველზე

დღეს დათო ქაცარავას ყველამ უყურა პირდაპირ ეთერში, რომ ის მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით საუბრობდა, მოიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არის შეშინებული, გავეშებული ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას კარგავს, აღარანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ მტკიცედ უნდა დავდგეთ ყველა, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრისას.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ რეპუტაცია ვეღარასოდეს აღდგება.

“ჩვენდა სამწუხაროდ, კლასიკურ მაგალითს აჩვენებს ადამიანების სიძულვილის, მისი ხალხის სიძულვილის ბიძინა ივანიშვილი და ვხედავთ როგორ უსწორდებიან ადამიანებს, ვისაც ევროპული მომავალი სურთ და მათ შორის ვხედავთ ახალგაზრდებზე თავდასხმებს ყოველდღიურ რეჟიმში. დღეს დათო ქაცარავას ყველამ უყურა პირდაპირ ეთერში, რომ ის მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით საუბრობდა, მოიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არის "ხარებას" დაჯგუფება, რომელსაც ხელმძღვანელობს გომელაური და გომელაური მითითებებს იღებს პირდაპირ ივანიშვილისგან. ივანიშვილის მცველია გომელაური, "ხარებას" ბიზნეს პარტნიორი, რომელსაც მილიონებს უხდის, რომ შემდეგ ახალგაზრდებს სცემოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა დათოს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დამაკმაყოფილებელი. მე ვიცი, რომ ის ჰყავთ საოპერაციოში, ძალიან მინდა ვნახო და დავრწმუნდე, რომ ის კარგად იქნება ღმერთის წყალობით და იმედია ასე იქნება. „ქართულ ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ ეს ჭრილობები შეხორცდება, მაგრამ მათი რეპუტაცია აღარასდროს არ გამთელდება.

მათი მხრიდან განწირულია ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ამას უკეთებენ. არასდროს თვალიდან ის კადრი არ ამომივა, როდესაც ახალგაზრდას ძირს ახეთქებენ.

გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ეს არის შეშინებული, გავეშებული ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას კარგავს, აღარანაირი მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ მტკიცედ უნდა დავდგეთ ყველა და ვინც ახლა ტელევიზიით გვიყურებს, უნდა გამოვიდეს რუსთაველზე და ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუჭიროს მხარი და იდგეს ახალგაზრდებთან ერთად“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება