ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა

ბათუმში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ევროპის მოედანზე დასრულდა.

სტუდენტებმა საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტის შენობიდან დაიწყეს და ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით - “არა რუსულ კანონს”.

აქციის მონაწილეებმა საბაგიროსთან, ქალაქში მთავარი შესასვლელი გადაკეტეს და ჰიმნი შეასრულეს, შემდეგ აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც ხელისუფლებას მიმართეს რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან გაიწვიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი არ შეწყდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოლიდარობას უცხადებენ თბილისში აქციის მონაწილეებს და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები ბათუმში ხვალაც გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება