თეთრი სახლის პრესმდივანი - თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან

თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

"ვნახავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან", - განაცხადა ჟან-პიერმა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ღრმა შეშფოთებას „კრემლის სტილის უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ისაუბრა დემონსტრაციებზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. ჟან-პიერის თქმით, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშინებამ ვერ შეაჩერა.

„ჩვენ ხმამაღლა ვამბობდით ჩვენს შეშფოთებებს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს კიდევ უფრო დააშორებს, არ დაგვავიწყდეს ნატოც. ასევე, ქართველი ხალხი ნათლად გამოხატავდა თავის მოსაზრებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ქუჩაში პროტესტით. ამ უქმეებზე ერთ-ერთი უდიდესი პროტესტი ვნახეთ საქართველოში, როდესაც ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც დაშინებამ ვერ შეაჩერა, ეუბნებოდა თავის მთავრობას, რომ ამ კანონს დაუპირისპირდნენ, ვინაიდან, მათ ევროატლანტიკური მომავალი სურთ", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის