ვედანტ პატელი - აშშ-ს წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები ჰქონდა საქართველოსთან 30 წელზე მეტხანს და გაგრძელება გვსურს - ჯერ კიდევ არის დრო ერთად მუშაობისთვის

ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველსთან 30 წელზე მეტხანს და გაგრძელება გვსურს - ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად, ერთად მუშაობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სჯერა, რომ არსებობს მექანიზმი, რომლის შექმნაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რათა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ნაკლებად შეუსაბამო იყოს ღირებულებების, რომელზეც ხელისუფლება თავად ამბობს, რომ ერთგულია.

“ერთ-ერთი, რაზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ო’ბრაიენმა ისაუბრა, არის ის, რომ თუ კანონი გადაიხედება, ჩვენ გვექნება ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობა. ასე რომ, ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს მექანიზმები და გზები, რომლებიც მათ შეუძლიათ, შექმნან, რათა კანონი ნაკლებად შეუსაბამო გახადონ მისწრაფებებთან და ღირებულებებთან, რომელთა მიმართაც ისინი თავად ამბობენ, რომ ერთგულები არიან - კონსტიტუციისა და საჯარო გამოსვლევის მეშვეობით.

ის [ბლინკენი] ახლო კონტაქტში რჩება [საელჩოს] გუნდთან თბილისში, ასევე, მჭიდრო კონტაქტში მდივნის მოადგილე ო’ბრაიენთან და სხვებთან.

წინასწარ არ განვიხილავ რაიმე საინქციებს ან ქმედებებს, რომლებიც აშშ-ის მთავრობას შეუძლება განახორციელოს, მაგრამ კიდევ ერთხელ: ჩვენ წარმატებული პარტნიორობა და ურთიერთობები გვქონდა საქართველსთან 30 წელზე მეტხანს და ამ სამუშაოს გაგრძელება გვსურს. ჩვენი აზრით, ჯერ კიდევ არის დრო ამის გასაკეთებლად, ერთად მუშაობისთვის”, - განაცხადა პატელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს