ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკრაინის კრიზისის მოგვარების მიმართ  ჩინეთის მიდგომებს დადებითად აფასებს

მოსკოვი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის პეკინის მიერ შემოთავაზებულ ნაბიჯებს რეალისტურ და კონსტრუქციულ ნაბიჯებად მიიჩნევს, მაგრამ ამ ინიციატივებს კიევი და დასავლეთი მხარს არ უჭერს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააგენტო Xinhua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ დადებითად ვაფასებთ ჩინეთის მიდგომებს უკრაინის კრიზისის მოგვარების კუთხით, პეკინმა კარგად იცის მისი ძირითადი მიზეზები და გლობალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა”, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს აისახა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების შესახებ ჩინეთის გეგმაში, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.

„დოკუმენტში ჩაწერილი იდეები და წინადადებები მიუთითებს ჩვენი ჩინელი მეგობრების გულწრფელ სურვილზე, ხელი შეუწყონ სიტუაციის სტაბილიზაციას“, - აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

მისი თქმით, ამ გეგმას ორგანულად ავსებს კონფლიქტის მოგვარების დამატებითი ოთხი პრინციპი, რომელიც ახლახან გამოთქვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.

„პეკინის მიერ შემოთავაზებული რეალისტური და კონსტრუქციული ნაბიჯები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური პროცესის საფუძველი, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთებას და ხელი შეუწყოს გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ამ ინიციატივებს, სამწუხაროდ, მხარს არ უჭერენ არც უკრაინა და არც მისი დასავლელი პარტნიორები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება