BTU-ს რექტორი ნინო ენუქიძე - დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პრესტიჟული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის COST ENIS-ის მასპინძელია

საქართველო ევროპის პრესტიჟულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას COST ENIS პირველად მასპინძლობს. ღონისძიების მასპინძელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელმაც ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში მასპინძლობის უფლება, COST-ის სრულუფლებიანი წევრობის ზუსტად 1 წლის თავზე მოიპოვა.

COST - მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა. მის ფარგლებში საქართველოს 24 ქვეყნის 105 მაღალი რანგის მეცნიერი, მკვლევარი და პროფესორი სტუმრობს.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიების მასპინძლობა. დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს არა მხოლოდ ამ ღონისძიების მონაწილე, არამედ მისი მასპინძელი. ზოგადად, COST-ის წევრობით საქართველოს აკადემიურ წრეს წვდომა გაეხსნა ორგანიზაციის მკვლევართა მსხვილ ქსელზე, რესურსებსა და დაფინანსების არაერთ შესაძლებლობაზე. ეს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ფართოდ ვიყოთ წარმოდგენილი ევროპულ წრეებსა და ინსტიტუციებში. BTU-ს, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი უნივერსიტეტის მიზანია, ქართული საგანმანათლებლო სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპულს. 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რამაც ქვეყნის მოქალაქეებს ახალი იმედები და შესაძლებლობები შეუქმნა. ევროინტეგრაცია ქართული აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს უკეთესად წარმოჩინდნენ საერთაშორისო ასპარეზზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი კი მისი საქმიანობითა და ზოგადი სტრატეგიით მკაცრად მიჰყვება ევროინტეგრაციის გზას. ჩვენთან ევროპული სტანდარტები მაქსიმალურადაა დაცული. დაბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა კონფერენციის ორგანიზატორებისა და თითოეული მონაწილის მიმართ. სწორედ მათმა შრომამ გახადა შესაძლებელი, რომ საქართველოში ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული სამეცნიერო კონფერენცია ჩატარებულიყო,“ - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ.

COST – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია 1971 წელს დაარსდა და მას შემდეგ არის კვლევისა და ინოვაციების წამყვანი პლატფორმა ევროპაში. მისი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს მეცნიერების განვითარებას და წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა. „European Network on International Student Mobility: Connecting Research and Practice“ (ENIS) პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, 180 წამყვან მეცნიერს, მკვლევარს, პრაქტიკოსს აერთიანებს.

როგორც COST-ის სრულუფლებიან წევრს, ქართველ მეცნიერებს აქვთ წვდომა ორგანიზაციის მკვლევართა მსხვილ ქსელზე, რესურსებზე და დაფინანსების არაერთ შესაძლებლობაზე.

ასოციაციის სრულუფლებიანი წევრობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ევროინტეგრაციის გზაზე, ხოლო აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში მასპინძლობის უფლება, COST-ის სრულუფლებიანი წევრობის ზუსტად 1 წლის თავზე მოიპოვა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია