პრეზიდენტი - ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს ევროპულ მომავალს უჭერს, მხოლოდ ციფრები არ იყო, ეს არის ის რეალობა, რასაც ყოველდღიურად ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ

ის ციფრები, რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს ევროპულ მომავალს უჭერს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება „არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს“.

„ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ. ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც არის ევროპული ღირებულებები - დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და შემართებით არასოდეს არ დაუბრუნდება რუსულ წნეხს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება