მაია ბითაძე პრეზიდენტზე - დაიმახსოვრეთ კარგად ეს ქალი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს, წყალს ასხამს რუსეთის და ყველა იმ მტრის წისქვილზე, ვისაც უნდა, ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს

დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

როგორც ბითაძე აღნიშნავს, ზურაბიშვილს არ უნდა საქართველოს სუვერენული უფლებები ჰქონდეს, შესაბამისად, „ისტორია შეაფასებს პრეზიდენტის მოღალატეობრივ და ამპარტავნულ ქმედებებს“.

„დაიმახსოვრეთ ეს ქალი კარგად, ქალი, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს, ქალი, რომელიც ევროპული ფრონტის კი არა, პირდაპირ რუსეთის და საქართველოს ყველა იმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც უნდა ეს ქვეყანა მუდმივ რყევებში იყოს, არ ჰქონდეს სუვერენული უფლებები და ხან ერთის ჭკუაზე იაროს და ხან მეორისაზე. რეალურად, მებრალება, რადგან ერთადერთი შანსი, ისტორიაში ,,პოზიტიურად” დარჩენილიყო მან უკვე გაუშვა, ჰოდა აი ჩემს შვილიშვილებს, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები იქნებიან, ისტორიას რომ შეასწავლიან სკოლაში, ამ ქალზეც იქნება იქ ერთი 2 წინადადება, მის მოღალატეობრივ, დიპლომატიის კუთხით უნიჭო და ამპარტავან ქმედებებზე. დანარჩენი წვრილფეხობა კი - ისტორიის წიგნებში სახელები და გვარებითაც არ იქნებიან მოხსენიებული“, - წერს მაია ბითაძე.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება