გივი მიქანაძე - თუ წარმოდგენილი არაფერი იქნება, ვეტოს ჩვეულებრივად დავძლევთ, თუმცა პროცედურულად, კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს, ასეთი რამ ბუნებაშიც არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თუ პრეზიდენტის მხრიდან არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს ჩვეულებრივად დაძლევს. ამასთან, როგორც მიქანაძემ განმარტა, პროცედურულად კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს.

„ამდენი კვირის განმავლობაში, ყველა ხედავს, რომ ერთი კონკრეტული არგუმენტიც არ გაჟღერებულა კანონთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი სხვა მოლოდინი. თუკი წარმოდგენილი არაფერი იქნება ვეტოს ჩვეულებრივად დავძლევთ, თუმცა პროცედურულად კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ იცნობს, რომ პრეზიდენტმა ვეტო არგუმენტაციის გარეშე წარმოადგინოს, ასეთი რამ ბუნებაშიც არ არსებობს.

არგუმენტებს გააჩნია და ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომავალ კვირაში სავარაუდოდ, უნდა იყოს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა. შესაბამისად თუკი ისიც არგუმენტირებული იქნება და სალომე ზურაბიშვილი თავის შენიშვნებში თუ პოზიციებში ასახავს მას, მზად ვართ რომ ეს საკითხი განვიხილოთ და თუ იქ არგუმენტირებული საკითხებია, მზად ვართ რომ პოზიციები შევაჯეროთ“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს