„საქსტატი“ - 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალების მაჩვენებლების, დასაქმების და უმუშევრობის შესახებ 2023 წლის სტატისიკას აქვეყნებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა.

2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.5პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტულიპუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 45.4 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.0 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. 2023 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით 2023 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის რეგიონებში, შესაბამისად 7.7, 6.2 და 2.0 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში 1.6 პროცენტული პუნქტით.

2023 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (44.6 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (4.3 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი