საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. საქმე ამისკენ კი მიდიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა არა ერთმა პარტნიორმა მოგვიწოდა, რომ ამ სახით კანონის მიღება ევროპულ კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა, და თუ იგი იქნებოდა მიღებული, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნებოდა.
ამ თემაზე ბევრი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ, თქვენ რას იტყოდით მომხდარზე?
- რაც შეეხება კანონის დასახელებას და მასში გამჭვირვალეობის ხსენებას. ამ კანონის დასახელება არის საზოგადოების სტიგმატიზირების, მტრად გამოცხადების კანონი. ხელისუფალი ცდილობს, რომ ყველა ვინც ცდილობს დაიცვას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები, იცავს ადამიანის თავისუფლებებს, არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი.
მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონი არის წმინდა ბოლშევიკური კანონი, რომელიც გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს - ვინც ხელისუფლებასთან არ არის, ყველანი მტრები არიან. ამ კანონის რეალური დასახელება ესაა. ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დაიწყო ძალაუფლების უზურპაციის პროცესი.
მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონი არის წმინდა ბოლშევიკური კანონი, რომელიც გულისხმობს ძალიან მარტივ რამეს - ვინც ხელისუფლებასთან არ არის, ყველანი მტრები არიან. ამ კანონის რეალური დასახელება ესაა. ამ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დაიწყო ძალაუფლების უზურპაციის პროცესი
ამას ხელს აქამდეც არ აკლებდნენ, მაგრამ, ახლა ხელისუფლებამ გადალახა რუბიკონი, რომლითაც საბოლოოდ ჩატეხა ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. საერთოდ დაანგრია მემკვიდრეობითობა, რითაც თავად გაატარა ფრონტის ხაზი.
ახლა ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა - თუ ვეგუებით, ხვალ ქვეყანა გახდება თუ არა ბელორუსი, თუ არა, აიძულებს ხელისუფლებას დაბრუნდეს კონსტიტუციურ წესრიგის ფარგლებს. ანუ იქ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიდის.
- ხელისუფლების პირველმა პირებმა კანონის მიღების შემდეგ არაერთხელ გაიმეორეს, რომ მათ „მაღალი დემოკრატიული სტანდარტების კანონი მიიღეს.“
- როცა რუსეთში მსგავსი კანონი მიიღეს, პუტინიც ამას ამბობდა...
- ხელისუფლებამ კანონი ისე მიიღო, რომ არ დაელოდა არც ვენეციის კომისიის დასკვნას, ყურად არ იღეს პარტნიორების მოწოდებები.
ეს იმის გამო გავიხსნე, რომ ახლა ხელისუფლება ამბობს - მზად ვართ გავითვალისწინოთ შენიშვნები. თუ რამის გათვალისწინება უნდოდათ, ამის გაკეთება აქამდეც შეეძლოთ. ახლა რას ნიშნავს ამგვარი რიტორიკის ხშირად გამეორება?
- ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და ავტორიტარიზმის დამკვიდრება ბოლშევიკური მეთოდებით. პრემიერი კობახიძე კანონის ამ სახით მიღებას ამართლებს სოციოლოგიური კვლევებით. კი ბატონო, მაგრამ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების და გამოქვეყნების სტანდარტი არსებობს და იგი ძალიან მარტივია. უნდა თქვა სოციოლოგიური კვლევა ვინ ჩაატარა?, რა რესურსით ჩაატარა?, რა პერიოდში ჩაატარა? და კითხვის ფორმულირება როგორი იყო?
თუ გაჭირვალეობაზე ვსაუბრობთ, გამჭვირვალეობა ყველაფერში უნდა იყოს დაცული. როცა გამჭვირვალეობას ითხოვ და სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით ყველაფერს მალავ, რისი ვალდებულებაც ჰქონდა. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პრემიერის ნათქვამი იყო სტერილური ტყუილი.
გამჭვირვალეობა ყველაფერში უნდა იყოს დაცული. როცა გამჭვირვალეობას ითხოვ და სოციოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებით ყველაფერს მალავ, რისი ვალდებულებაც ჰქონდა. ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პრემიერის ნათქვამი იყო სტერილური ტყუილი
ამის შემდეგ, არგუმენტებით საუბარს აზრი არ აქვს. ახლა ხელისუფლება სახით გვაქვს შეუვალი კედელი, მათ აქვთ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, ინსტრუქციები, პირდაპირ გეტყვით, მოვლენების განვითარება და მათი მოქმედება საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლება ჩამოშორებულია ხელისუფლებას, იგი რუსული ალგორითმით, რუსული შპარგალკებით და ინსტრუქციებით მოქმედებს. ხდება ის, რაც რუსეთში და ბელორუსში ხდებოდა.
პირდაპირ გეტყვით, მოვლენების განვითარება და ხელისუფლების მოქმედება საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლება ჩამოშორებულია ძალაუფლებას, იგი რუსული ალგორითმით, რუსული შპარგალკებით და ინსტრუქციებით მოქმედებს. ხდება ის, რაც რუსეთში და ბელორუსში ხდებოდა
ახლა ჩვენ ვართ იმავე პროცესში. გვესმის იგივე რიტორიკა, არგუმენტები.
- ანუ, საფუძვლიანია მტკიცება, რომ ხელისუფლება კონსტიტუციური სივრციდანაა გასული?
- რა თქმა უნდა. დიდი ბოდიში, მაგრამ, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ევროპა გვეუბნება - მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, ანუ იმ ორგანიზაციას, სადაც თითქოს შესვლა გვინდა.
როდესაც ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც იქცევა, ის გადის კონსტიტუციური ფარგლებიდან. ფაქტობრივად, ხელისუფლება თავად უწყობს თავის ხალხს სახელმწიფო გადატრიალებას. როცა ასე ხდება, ნებისმიერი ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას. ამას ქვია სახელმწიფო გადატრიალება და არა იმას, რასაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ითხოვენ.
როდესაც ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც იქცევა, ის გადის კონსტიტუციური ფარგლებიდან. ფაქტობრივად, ხელისუფლება თავად უწყობს თავის ხალხს სახელმწიფო გადატრიალებას. როცა ასე ხდება, ნებისმიერი ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას. ამას ქვია სახელმწიფო გადატრიალება და არა იმას, რასაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ითხოვენ
მათ ხალხმა არჩევნებზე მანდატი მიანიჭა ემოქმედა კონსტიტუციის ფარგლებში. თუ ხელისუფალი ამ მანდატს არ ასრულებს, ბუნებრივია, რომ იგი არღვევს კონსტიტუციას.
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ რას იტყოდი აშშ0ს სახელმწიფოს მდივნის თანაშემწე ო ბრაიენი.
არ მახსენდება შემთხვევა, როცა ასეთი მაღალი რანგის სტუმარი შემაჯამებელ პრესკონფერენციაზედ დაბნეული და გაოგნებული ყოფილიყო. . .
- ჩანდა, რომ ის შოკირებული იყო. როგორც ჩანს, ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესების საკითხი გარდაუვალია. ეს ჩვენ არ უნდა გვიხაროდეს, რადგან ხელისუფლების სანქცირება ქვეყანას დააზიანებს.
ცხადად ჩანდა, რომ ო ბრაიენი შოკირებული იყო, მაგრამ დიპლომატიური ენით გვითხრა სათქმელი. შოკირებული იყო იმით, რომ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტური გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, საკუთარ პირად ინტერესებს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებსა და კონსტიტუციაზე მაღლა.
ო ბრაიენი შოკირებული იყო იმით, რომ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტური გავლენა აქვს ხელისუფლებაზე, საკუთარ პირად ინტერესებს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებსა და კონსტიტუციაზე მაღლა
როდესაც ივანიშვილი კობახიძის პირით ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყნის საგარეო ვექტორზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაელაპარაკება ჩვენს პარტნიორებს, როცა იგი თავის დაყადაღებულ ფულს მიიღებს.
ამ განცხადებით, ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულზე დაახურდავა ქვეყანა და მისი მომავალი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამით იყო შოკირებული. ეს მან სხვა სიტყვებით გამოხატა, მაგრამ, ფაქტია, რომ თქვა.
ამ განცხადებით, ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულზე დაახურდავა ქვეყანა და მისი მომავალი. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამით იყო შოკირებული. ეს მან სხვა სიტყვებით გამოხატა, მაგრამ, ფაქტია, რომ თქვა
- ბატონმა ო ბრაიანმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილი სანქცირებული არ არის. არადა სახელისუფლებო პროპაგანდა და თავად ივანიშვილი კარგა ხანია ამბობს, რომ სანქციების ქვეშაა.
როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლება მზადაა კანონთან დაკავშირებით გაითვალისწინოს შენიშვნები. თუ ამისთვის ხელისუფლება მზად იყო, აშშ-მ იგი ვაშინგტონში მიიწვია და არ წავიდა. ვაშინგტონიდან მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩამოვიდა და მოინდომა ყველაზე დიდი გავლენის ადამიანთან შეხვედრა და იგი მას არ შეხვდა.
ეს ყველაფერი რას შეიძლება ნიშნავდეს?
- ჩვენ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად გვაქვს. მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება აგონიაშია. ხელისუფლების ქმედებები აგონიურია. ასეთ ვითარებაში ადამიანს გონება აქვს გათიშული და ინსტინქტებით მოქმედებს.
გუშინ ჩვენ ქუჩაში რა კადრებიც ვნახეთ, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება გალიაშია და შეშინებულია. ასეთ დროს ხელისუფლება დაუნდობელი ხდება.
- რაც ქუჩაში ხდებოდა, იგივე ხდებოდა პარლამენტში. ვგულისხმობ, ოპოზიციის წარმომადგენლის კრიტიკაზე უმრავლესობის რეაქციას. უფრო სწორად უმრავლესობის ჩხუბისთვის და ცემისთვის მზაობას . . .
- ესაა აგონიაში მყოფი მდგომარეობა. ისინი ვერ აცნობიერებენ რას სჩადიან. ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები. ეს არის მოცემულობა. მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ შეშფოთების საფუძველი ნამდვილად გვაქვს.
რატომ? იმიტომ რომ მე კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს. ის სერიოზული ზურგის გარეშე ვითარების ასეთ გამწვავებაზე არ წავიდოდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, მას აქვს გარკვეული ზურგი შექმნილი იმ შემთხვევისთვის, რომ რამე რომ იყოს, მას დაეხმარებიან. ვინ შეიძლება იყოს დამხმარე, მხოლოდ რუსეთი. შექმნილ ვითარებაში მას უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ ვერ მისცემდა.
მე კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს. ის სერიოზული ზურგის გარეშე ვითარების ასეთ გამწვავებაზე არ წავიდოდა. შესაბამისად, როგორც ჩანს, მას აქვს გარკვეული ზურგი შექმნილი იმ შემთხვევისთვის, რომ რამე რომ იყოს, მას დაეხმარებიან. ვინ შეიძლება იყოს დამხმარე, მხოლოდ რუსეთი. შექმნილ ვითარებაში მას უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ ვერ მისცემდა
ჩვენ ახლა ვართ ვითარებაში, როცა ხელისუფლების კოლაბორაციონალიზმი განსხეულებულია. ფაქტობრივად, ხელისუფლება, მე-11 არმიის იმედზეა დარჩენილი. ასეა იმიტომ, რომ მას ხალხთან სასაუბრო არგუმენტები აღარ აქვს. ივანიშვილი ამბობდა, რომ ჩვენი მომხრე 5 ჯერ მეტი ადამიანი ჩამოვიყვანეთო. არადა ტყუოდა.
- ო ბრაიენის პრესკონფერენციის შემდეგ ვნახეთ პრემიერ კობახიძის პრესკონფერენცია. მართალია მას ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ კვლავ მოვისმინეთ, რომ ხელისუფლება მზადაა გაითვალისწინოს კანონთან დაკავშირებით შენიშვნები ვეტოს ფარგლებში.
მაგრამ, ვიცით ამ თემაზე პრეზიდენტს ხისტი პოზიცია აქვს, და რომ იგი მხოლოდ პოლიტიკურ ვეტოს დაადებს კანონპროექტს.
ტვ „იმედზე“ უმრავლესობის წარმომადგენელმაც გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი ვეტოს შენიშვნებს მოაყოლებდა. მაგრამ, საუბარია იმ პრეზიდენტზე, რომელსაც უმრავლესობამ ჯერ კონსტიტუციის დარღვევა დააბრალა, შემდეგ ღალატი და კიდევ მრავალი სხვა რამ.
პრეზიდენტმა შენიშვნები რომ მიაყოლოს ვეტოს, უკვე ვიცით რას იტყვის ხელისუფლება - პარტნიორებმა დაუწერესო.
მოკლედ, აშკარად დიდ შარსა და ჩიხში ვართ...
- პრემიერი კობახიძე სამი დღეა ატარებს პრესკონფერენციებს და სამი დღეა ერთსა და იმავეს ლაპარაკობს. ხელისუფლების რიტორიკა კარგა ხანია ვიცით და ამას ჩვენ ყურადღება არც უნდა მივაქციოთ.
პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. ხელისუფლება ცდილობს პრეზიდენტი ვითომ კანონის შინაარსობრივ მსჯელობაში შეიყვანოს. ამ კანონის შინაარსობრივ განხილვაში შესვლას არანაირი აზრი არ აქვს. როგორც კი შინაარსის განხილვაში შედიხარ, ამით ამ კანონს ლეგიტიმაციას ანიჭებ. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ.
პრეზიდენტმა აბსოლუტურად სწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. ხელისუფლება ცდილობს პრეზიდენტი ვითომ კანონის შინაარსობრივ მსჯელობაში შეიყვანოს. ამ კანონის შინაარსობრივ განხილვაში შესვლას არანაირი აზრი არ აქვს. როგორც კი შინაარსის განხილვაში შედიხარ, ამით ამ კანონს ლეგიტიმაციას ანიჭებ. ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ
პრეზიდენტს ამ ვითარებაში შეუძლია ერთად ერთი რამის გაკეთება - პრეზიდენტს შეუძლია შენიშვნებში თქვას - კი ბატონო, მაგრამ კანონში ჩაწერეთ, რომ გამჭვირვალეობა ეხება რუსეთიდან შემოსულ ფულს.
როდესაც რუსეთიდან 10 მილიარდ დოლარზე მეტია შემოსული და კაცმა არ იცის ეს ფული რას ხმარდება. ისე ხსნიან ბანკებში ანგარიშებს რუსები, რომ არავინ მომკითხავი არ არის მათ წარმომავლობაზე და იმაზე, რას ხმარდება ეს ფული. მიღებული კანონიდან ამაზე საუბარი საერთოდ ამოვარდნილია, ანუ, გამჭვირვალეობა მათ არ ეხება.
როდესაც რუსეთიდან 10 მილიარდ დოლარზე მეტია შემოსული და კაცმა არ იცის ეს ფული რას ხმარდება. ისე ხსნიან ბანკებში ანგარიშებს რუსები, რომ არავინ მომკითხავი არ არის მათ წარმომავლობაზე და იმაზე, რას ხმარდება ეს ფული. მიღებული კანონიდან ამაზე საუბარი საერთოდ ამოვარდნილია, ანუ, გამჭვირვალეობა მათ არ ეხება
ასეთ ვითარებაში რა გამჭვირვალეობაზე ვსაუბრობთ გაუგებარია. მარტო არასამთავრობოების ფინანსებზე საუბარია გამჭვირვალეობა? და თან მაშინ, როცა ხელისუფლებამ ზუსტად იცის საგადასახადოს მხრივ, ეროვნული ბანკის მხრივ ეს ფული ბოლო თეთრამდე რას ხმარდება.
კანონთან დაკავშირებით ყველაზე პრობლემურია არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაცია და ყველას აგენტებად მოხსენიება. მე მაქვს ორგანიზაცია და სამშობლოში დაბრუნებულ მეორე და მესამე თაობის ემიგრანტების შვილებს და შვილიშვილებს ქართულს ვასწავლი, რომ მოხდეს მათი ჩვენს საზოგადოებაში და მათთვის ისტორიულ სამშობლოში სრულფასოვანი ინტეგრაცია.
ხვალ, რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტმა რომ გრანტი მომცეს, მე უნდა ვიწოდებოდე უცხოური ინტერესის გავლენის გამტარებლად? წარმოგიდგენიათ რა აბსურდამდეა ყველაფერი დაყვანილი?
- პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული. აქ ერთი რამაა მთავარი - ის რომ პოლიტიკური პროცესი ქუჩაშია გადმოსული, ამის ინიციატორი არ ყოფილა პოლიტიკური ოპოზიცია.
ამას ხელი თავად ხელისუფლებამ შეუწყო. და ეს მაშინ, როცა პოლიტიკური სუბიექტებს პოლიტიკური რეიტინგი არ ჰქონდათ და ხელისუფლებას მშვიდად შეეძლო არჩევნებამდე მისულიყო.
პოლიტიკური პროცესი კი გამოცოცხლდა, მაგრამ ამ პროცესის დინამიკა რა საფრთხეებამდე მიგვიყვანს არ ვიცი. ამ პროცესს რა გაგეძლება შეიძლება ჰქონდეს?
- ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის. ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება. მაგრამ, ვითარება იმიტომაცაა მძიმე, რომ ხელისუფლება გალიაშია გამომწყვდეული და ასეთი ვითარებას ყოველთვის ახლავს დრამატიზმი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა შემთხვევაში ხელისუფლება კუდს მოიქნევს, რაც ძალიან სამწუხაროცაა და შემაშფოთებელიც.
ასეთ ვითარებაში ჩვენ ყველას გვეშინია, რადგან ეს პროცესი ჩვენი შვილების მხრებზე გადადის. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია თაობათა ერთიანობის დემონსტრირება. მხოლოდ შვილების არ უნდა ვუყუროთ და სახლში არ უნდა ვიყოთ და მათ გვერდზე უნდა დავდგეთ. ძალიან მძიმე პროცესია, მაგრამ, რა ვქნათ? ახლა წუწუნის დრო არ არის. ბრძოლაა მოსაგები.
რაც შეეხება ფორმებს. ფორმა არის მარტივი - ხელისუფალს დარჩენილი აქვს ერთად ერთი არგუმენტი - ძალის დემონსტრირება. ჩვენ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ ძალის დემონსტრირების საშუალება. არ უნდა ავყვეთ ხელისუფლების პროვოკაციებს. ის ახლა ჩვენ გვიწვევს და ცდილობს ტატამზე აგვიყვანოს. ჩვენ უნდა დავიწყოთ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის პროცესი.
ჩვენ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ ძალის დემონსტრირების საშუალება. არ უნდა ავყვეთ ხელისუფლების პროვოკაციებს. ის ახლა ჩვენ გვიწვევს და ცდილობს ტატამზე აგვიყვანოს. ჩვენ უნდა დავიწყოთ მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის პროცესი
ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას. ჩვენ ყველაფერს მანკიერს, საბჭოურს ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვუცხადებთ დაუმორჩილებლობას და ასე უნდა მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მთავარი გზავნილი უნდა იყოს არა ხელისუფლების დამარცხება, არამედ - არც ერთი ხმა „ქართული ოცნების“ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას.
მშვიდობიანად ასე ისჯება ქვეყნის ღალატი. ერთიც რომ შევიდეს შემდეგ პარლამენტში, ის ერთიც გასვრის სხვას.
- ო ბრაიენმა თქვა, თუ კანონი ასეთი სახით დარჩა მიღებული, საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნება და აშშ-ც გადახედავს თავის დამოკიდებულებას საქართველოსთან.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ-მ ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს?
- ო ბრაიენმა სანქციებზე პირდაპირ ილაპარაკა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის სანქციები კარსაა მომდგარი. როგორც ჩანს, ეს პროცესი არის შეუქცევადი. ამ კანონის ცვლილება აღარ გამოვა.
ხელისუფლებისთვის სანქციები კარსაა მომდგარი. როგორც ჩანს, ეს პროცესი არის შეუქცევადი. ამ კანონის ცვლილება აღარ გამოვა
ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ვეტო ამ კანონზე არ გადალახონ. რაზეც ხელისუფლება ვერ წავა იმიტომ რომ ეს მათი მხრიდან იქნება სისუსტის დემონსტრირება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის ვეტო ამ კანონზე არ გადალახონ. რაზეც ხელისუფლება ვერ წავა იმიტომ რომ ეს მათი მხრიდან იქნება სისუსტის დემონსტრირება
ახლა ცივი გინებითაა სამუშაო. სტიქიური პროტესტი კარგია. მე ვამაყობ ჩვენი შვილებით. მაგრამ, ახლა ამ სტიქიას უნდა კალაპოტში ჩასმა. ეს არის გრძელვადიანი ომი. ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას სხვადასხვა პროვოკაციებისა და მზაკვრული გეგმების მოწყობის შესაძლებლობა. და ის ენერგია, რასაც ახლა ქუჩაში და ხალხშია მივიტანოთ არჩევნებამდე.
ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არჩევნებში სასტიკად დამარცხდება მიუხედავად იმისა, რომ მას ექნება არჩევნების გაყალბების მცდელობები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი