შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი - რუსეთი და მოსკოვიო გაიძახიან და საერთოდ რა უნდათ, ვისთან სხედან დარბაზში?!

ოპოზიციის ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი - როცა ადამიანი არაფერში არ ვარგა, ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ხან სხდომათა დარბაზშია, ხან აქციაზე დადის, არც ერთგან ვარგა და არც მეორეგან ვარგა, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადონ.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას არც ცოდნა აქვს, რომ დებატებში შევიდეს და არც საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, რომ მიტინგები ჩაატაროს.

„ეს ნახევრად გადაწყვეტილებები ამ ოპოზიციის, არ ვიცი, მათ ადგილას საერთოდ მანდატებს დავტოვებდი. რუსეთი და მოსკოვიო გაიძახიან, საერთოდ რა უნდათ, ვისთან სხედან დარბაზში?! არასერიოზული ხალხია, ამის თქმა მინდა. მათ არც დებატში შემოსვლა შეუძლიათ, არც მიტინგის ჩატარება შეუძლიათ. არც ერთში აქვთ უნარი და არც მეორეში აქვთ უნარი, ვინაიდან არც ცოდნა აქვთ საკმარისი, რომ კამათში შემოვიდნენ და არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ საკმარისი, რომ მიტინგები ატარონ, არ ვარგან არაფერში, ამიტომ, როცა ადამიანი არაფერში არ ვარგა, ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, ხან სხდომათა დარბაზშია, ხან აქციაზე დადის, არც ერთგან ვარგა და არც მეორეგან ვარგა და არც ერთში რომ არ ვარგან, ამიტომ აქვს „ქართულ ოცნებას“ დღეს 60%-ზე მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან და ზუსტად ამიტომ, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში