ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნების გარეშე, იმედგამაცრუებელია და კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას არ გამოხატავს

ევროპის საბჭო მზადაა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევის უზრუნველყოფაში დაეხმაროს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, ვენეციის კომისიის დასკვნების გარეშე, იმედგამაცრუებელია და კონსტრუქციული დიალოგის სულისკვეთებას არ გამოხატავს.

„სამწუხაროდ, კანონპროექტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებლობის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების იგნორირება მოხდა და ნამდვილი საპარლამენტო დებატების ნაკლებობა ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესს არ შეესაბამება“, - აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის სამართლებრივმა რეკომენდაციებმა, რომელსაც კომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს, კონსტრუქციული დიალოგის საფუძველი უნდა შექმნას და პროგრესის მიღწევა ევროპის საბჭოს ნორმებისა და ღირებულებების შესაბამისად უნდა მოხდეს.

„მე ასევე ღრმად შეშფოთებული ვარ ცნობებით, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან, დაშინების კამპანიების, ფიზიკური თავდასხმების, ძალის არაპროპორციული გამოყენების, უკანონო დაკავებების, პერსონალური მონაცემების გავრცელების და მშვიდობიანი დემონსტრანტების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სტიგმატიზებული ოფიციალური ნარატივების გამოყენების შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო ზომები, რათა მსგავსი ქმედებები თავიდან აიცილოს, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან შეუთავსებელია და უფლებების სავარაუდო დარღვევის შემთხვევების შესახებ ყველა ცნობის სათანადო და ეფექტური გამოძიება უზრუნველყოს. ევროპის საბჭო მზადაა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მიღწევის უზრუნველყოფაში დაეხმაროს, რაც განამტკიცებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ შემდგომ პროგრესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება