შალვა პაპუაშვილი - წარსულში ქართველები ხან თავრიზში დარბოდნენ, ხან სტამბოლში, ხან მოსკოვში და ხან სად, რომ დაებეზღებინათ სხვა ქართველები და მერე ისინი დაესაჯათ - დღეს მათი შთამომავლები დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში თხოვნით, რომ ქართველები დასაჯონ

პირველად ხდება, როდესაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ უცხო ქვეყნისგან დასჯას ითხოვს - წარსულში ქართველები ხან თავრიზში დარბოდნენ, ხან სტამბოლში, ხან მოსკოვში და ხან სად, რომ დაებეზღებინათ სხვა ქართველები და მერე ისინი დაესაჯა მოსკოვს, სტამბოლს თუ სხვა დედაქალაქს. დღეს იმავე ქართველების შთამომავლები დარბიან ბრიუსელში და ვაშინგტონში - ბრიუსელი და ვაშინგტონი მოსკოვი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, „ენჯეოების“ და ოპოზიციის ნაწილი „ბრიუსელში და ვაშინგტონში დარბიან, რომ ქართველები დასაჯონ“.

„სანქციებზე საუბარი არასერიოზული მსჯელობაა. სანქციებთან დაკავშირებით ერთ ასპექტს მინდა ყურადღება მივაქციოთ. წარმოგიდენიათ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, ერთი რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლეს პირველად, უცხოელი პოლიტიკოსები მიტინგზე დააყენეს და პირველად ხდება, როდესაც ქართველი ქართველის წინააღმდეგ უცხო ქვეყნისგან დასჯას ითხოვს. თუმცა ასეთი გამოცდილება ჩვენ წარსულში გვაქვს. ქართველები ხან თავრიზში დარბოდნენ, ხან სტამბოლში, ხან მოსკოვში და ხან სად, რომ დაებეზღებინათ სხვა ქართველები და მერე ისინი დაესაჯა მოსკოვს, სტამბოლს თუ სხვა დედაქალაქს. დღეს იმავე ქართველების შთამომავლები დარბიან ბრიუსელში და ვაშინგტონში თხოვნით, რომ ქართველები დასაჯონ. ეს იცით რა რის? მინდა შევხედოთ მორალურ ასპექტს იმ „ენჯეოების“ და იმ ოპოზიციის, რომლებიც ამას ითხოვენ, რა ქართველობაზე და ქართველი საზოგადოების წარმომადგენლობაზე უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, რა დამოუკიდებლობაზე, რა ცხრა აპრილზე საუბრობენ ეს „ენჯეოები“ და ოპოზიციები, რომლებიც ამას კადრულობენ. ბრიუსელში და ვაშინგტონში დარბიან, რომ ქართველები დასაჯონ. წარმოგიდგენიათ? თუკი რაიმეს მიესადაგება სიტყვა ღალატი, სწორედ ეს არის. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბრიუსელი და ვაშინგტონი მოსკოვი არ არის. ამ მაბეზღარა „ენჯეოებს“ და ოპოზიციას ერთადერთი შანსი ხელისუფლების მოპოვებაში ის აქვთ, რომ იქნებ რაიმე უცხოელი შემოიყვანონ. მათ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ იმასაც მოითხოვდნენ, რომ ბომბები დაგვიშინონ. ერთ-ერთი, რომელიც ახლა ოპოზიციაშია თუ „ენჯეოში“, ყოფილი სახალხო დამცველი ბომბებს ნატრულობდა კიდევაც. ამასაც არ მოერიდებიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, რამდენიმე დღეში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.

„ეს ეტევა იმ პერიოდში, როდესაც არსებობს ვეტოს დრო. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნას ვუყურებთ, როგორც რეკომენდაციას და არა როგორც მითითებას, სადაც არის სხვადასხვა რეკომენდაცია, რომელსაც ზოგს ვიზიარებთ, ზოგს არა. ეს მსჯელობის საფუძველია ხოლმე ჩვენთვის. ვენეციის კომისიის დასკვნასაც შევხედავთ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო