ბათუმში ის სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ მიღებული პროექტი მათ ევროპულ განათლებასთან აშორებს

ბათუმის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი განცხადებით, სკოლის მოსწავლეები სტუდენტებს უერთდებიან და ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

სკოლის მოსწავლეების თქმით, ევროკავშირთან დაშორება, მათ დასავლურ განათლებასთან აშორებთ.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში, რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს და მათზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ.

“ჩვენს გადაწყვეტილებას მასწავლებელთა ნაწილი არ ეთანხმება, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვედით და ვაპროტესტებთ წარმოდგენილ კანონპროექტს. ეს გვაშორებს დასავლურ განათლებასთან”, - ამბობენ სკოლის მოსწავლეები.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა აქცია- მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები აჭარის უმაღლეს საბჭოს შენობასთან მივიდნენ, შემდეგ კი პირველ საჯარო სკოლასთან გადაინაცვლეს, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობის არის. აქციის მონაწილეების თქმით, სიმბოლურია ამ სკოლასთან მისვლა, რადგან საქართველოს ახალგაზრდები ილია ჭავჭავაძის გზას აგრძელებენ.

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ საღამოს 19:00 საათზე სტუდენტების ორგანიზებულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება