შალვა პაპუაშვილი - ვხედავ ტენდენციებს და ამ მხრივ ცოტა კმაყოფილი ვარ - მათ შორის, ვნახე რამდენიმე საელჩოს მოწოდება, რომ მშვიდობიანი იყოს აქცია - პარლამენტის ბლოკირება არ შეიძლება, როგორც იქნა, ამას მიხვდნენ

სხვათა შორის, ვხედავ ტენდენციებს და ამ მხრივ ცოტა კმაყოფილი ვარ - მათ შორის, ვნახე რამდენიმე საელჩოს რეაქცია აქამდე თავს იკავებდნენ, მოწოდება, რომ მშვიდობიანი იყოს აქცია და მათ შორის აქციის მონაწილეების და ორგანიზატორების მხრიდანაც უკვე ისმის, რომ მშვიდობიანი აქცია არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვა ქვეყნის კონსტიტუციით არის დაცული.

„როგორც იქნა, მიხვდა ოპოზიცია, რომ პარლამენტის ბლოკირება აკრძალულია. დაგვჭირდა ერთი თვე ამისთვის, რომ აგვეხსნა, რომ ბლოკირება არ შეიძლება. როგორც იქნა, ამას მიხვდნენ. პარლამენტის ბლოკირება არის, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაული, ამას მიხვდნენ. იმედია, მშვიდობიანად გააგრძელებენ თუკი აქვთ ინტერესი ჩაატარონ აქცია.

კიდევ ერთხელ, პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვა არის საქართველოს კონსტიტუციის დაცული. ამას უზრუნველყოფს საქართველოს პოლიცია, იმისთვის რომ მათ შორის მონაწილეთა უსაფრთხოება იყოს დაცული. მანამ, სანამ აქცია არის მშვიდობიან ფორმატში სრული თავისუფლება აქვთ მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ. როგორც კი ძალადობრივი ქმედებები იქნება, ამაზე შესაბამისი რეაქცია ექნება პოლიციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება